
"იბეროსტარმა" მეტოქე არ დაინდო, "გრან კანარია" 79:54 გაანადგურა და თასს დაეუფლა.
შეხვედრაში ტედ მაკფადენის დებიუტი შედგა, რომელიც საუკეთესო იყო და MVP-ს ტიტულს დაეუფლა. მან 15 ქულა ჩააგდო და 3 პასი გააკეთა.
შეხვედრის ასეთი ანგარიშით დაპირისპირებას ესპანური გამოცემა "მარკა" გამოეხმაურა, რომელმაც მაკფადენს "killer"(მკვლელი) უწოდა და აღნიშნა, რომ ის მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ესპანეთში ბევრ სენსაციას შემოგვთავაზებს.