შენგელიას 21-მა ქულამ "ბასკონია" "ოლიმპიაკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-2 ტურში "ბასკონია" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსთან" 80:85 დამარცხდა.

პირეოსული გუნდი თავიდანვე გაიჭრა წინ, ბოლო მეოთხედი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 28:18 მოიგეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შენგელიამ 25:49 წუთში 21 ქულა შესძინა თავის გუნდს (10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო.

მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ბერძნული გუნდის სერბ ცენტრს ნიკოლა მილუტინოვს ჰქონდა: 23 ქულა, 11 მოხსნა და მარგი ქმედების 33-იანი მაჩვენებლით მატჩის MVP
გახდა.

საქართველოს ნაკრების წევრი მეტ ჯენინგი 6 ქულით შეეწია "ბასკონიას".

შეგახსენებთ, პირველ ტურში "ბასკონიამ" კაუნასში სძლია "ჟალგირისს" 87:79.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული