ლიგა ენდესას მე-5 ტურში "ბასკონიამ" სახლში ერთ-ერთი აუტსაიდერი "მურსია" გაანადგურა (93:49).
მასპინძლებმა სტუმრებს პირველივე მეოთხედში მოუთავეს საქმე, 32:12 მოუგეს და მწვრთნელს გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია დიდად არ დაუტვირთავს.
შენგელიამ 15:15 წუთში 14 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მეტ ჯენინგის ანგარიშზე 18:22 წუთში ჩაგდებული 5 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1
შედეგიანი პასია.
"ბასკონია" 4 მოგებით მე-3 ადგილზეა.
"რეალმა" შენგელიას "ბასკონია" ადვილად დაამარცხა [VIDEO]
თორნიკე შენგელიას 21 ქულა და საუკეთესო მომენტები "ოლიმპიაკოსთან" მატჩში [VIDEO]