ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 10 წუთში მხოლოდ 2 ქულას, 2 მოხსნას და 3 პასს მოუყარა თავი.
მატჩის გამორჩეული მოთამაშეები ბლეიკ გრიფინი (26 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 6 დაკარგვა) და ანდრე დრამონდი (26 ქულა, 22 მოხსნა, 1 ბლოკი) იყვნენ, რომლებმაც პარკეტზე 36-36 წუთი გაატარეს.
კლივლენდელთაგან საუკეთესო კაილი კორვერი იყო, რომელმაც 21 ქულას, 2 მოხსნას და 2 პასს მოუყარა თავი.
ოთხი გამარჯვების შემდეგ "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციას იკავებს.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი "ბოსტონს სელტიკსთან" 28 ოქტომბერს, ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ორლანდო მეჯიქი-პორტლენდი 114:128
ოკლაჰომა-ბოსტონ სელტიკსი 95-101
ლოს ანჯელეს ლეიკერსი-დენვერ ნაგეტსი 121:114
ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" მაისურით პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]