ლიგა ენდესას მე-6 ტურში "ბასკონიამ" მადრიდში "ესტუდიანტესი" 100:67 გაანადგურა.
შეხვედრის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 26 ქულით მოიგეს.
"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 23:18 წუთში 18 ქულა ჩააგდო (11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 17:57 წუთში თავის გუნდს 6 ქულით შეეწია (3-დან 3 ორქულიანი, 5-დან 0 სამქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.
"ბასკონიამ" ჩემპიონატის სტარტზე 5 შეხვედრა მოიგო, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და
4 ნოემბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.