![](https://sportall.ge/pictures/image31/3e2ed1a4975a0d1b3a5b0461d04e064c.jpg)
ჩინებულად ასპარეზობს ამ სეზონში "მეგა ბემაქსი", რომლის ლიდერი ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეა.
ადრიატიკის ლიგის მე-5 ტურში სერბულმა გუნდმა მონტენეგროში "მორნარ ბარი" 84:80 დაამარცხა.
ბითაძემ 30:19 წუთში 26 ქულა შესძინა თავის გუნდს (7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა ბურთი, სამჯერ დაუფარა მეტოქეს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო და მატჩის MVP გახდა.
"მეგა ბემაქსმა" ტურნირის სტარტზე ხუთივე შეხვედრა მოიგო და "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად ლიდერია.