ლიგა ენდესას მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ სძლია "ვალენსიას" 77:56.
ბასკური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და გამარჯვება ერთი წუთითაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
შენგელიამ 23:38 წუთში 14 ქულა ჩააგდო (8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო.
თორნიკეზე მეტი ამ შეხვედრაში მხოლოდ ვალენსიელმა მეტ ტომასმა (16) ჩააგდო, ხოლო მატჩის MVP 21-იანი კოეფიციენტით ვიტორიელი მარსელინიო უერტასი გახდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი
მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 18:18 წუთში 9 ქულით შეეწია.
"ბასკონიამ" 6 გამარჯვება მოიპოვა, "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად ლიდერობს გათამაშებას და 11 ნოემბერს სტუმრად "მორაბანკ ანდორას" ხვდება.