eurohoops-მა გოგა ბითაძე გამოარჩია - ის პოტენციურდ NBA-ს მიუხლოვდა

AutoSharing Option
"მეგა ბემაქსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაზე "პარტიზანთან" წაგებულ მატჩში (74:81) 32:14 წუთში 28 ქულა ჩააგდო (10-დან 10 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე 8-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 43 იყო.

eurohoops-მა გასულ უქმეებზე გოგას თამაში გამოარჩია.

"ევროპაში გამარჯვებული გუნდის კალათბურთელის კარგი თამაში უფრო ფასდება, ამიტომ ხშირ შემთხვევაში წაგებული გუნდის წევრის გაბრწყინება უყურადღებოდ რჩება. ამიტომ ვერ მიიღებს ბითაძე პრიზს. სამაგიეროდ შიდა ჩემპიონატებში ჯეისი კეროლი გახდა
საუკეთესო, რადგან მადრიდის "რეალმა" გაიმარჯვა.

ბითაძემ ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწია და პოტენციურდ NBA-ს მიუხლოვდა", - აღნიშნავს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული