წინა სეზონისგან განსხვავებით წარუმატებლად ასპარეზობს ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას "ბასკონია", რომელიც მე-6 ტურში საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩესთან" 72:74 დამარცხდა.
მასპინძლები მესამე მეოთხედის შემდეგ 7 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ხელიდან გაუშვეს.
შენგელიამ 22:58 წუთში 15 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 24:08 წუთში 7 ქულა შესძინა "ბასკონიას".
ბასკურ გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და შემდეგ ტურში, 15 ნოემბერს, მონტენეგროში “ბუდუჩნოსტს"
ეთამაშება.