ბურჯანაძემ სასიამოვნოდ გაგვაოცა - "ბურგოსს" 19 ქულა ჩაუგდო!

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-8 ტურში ქართველების "გიპუსკოამ" საკუთარ მოედანზე 92:83 დაამარცხა "ბურგოსი".

ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა.

ბექამ 27:19 წუთში 19 ქულა ჩააგდო (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 იყო.

ბურჯანაძეზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ მის თანაგუნდელ ალბერტო კორბაჩოს ჰქონდა - 25 ქულა და 24-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"გიპუსკოას" მეორე ქართველმა ლეგიონერმა დუდა სანაძემ 8:57 წუთში 5 ქულა ჩააგდო (2-დან 1
ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"გიპუსკოა" 2 მოგებით უკანასკნელ ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული