მაკფადენმა ჩეხეთში 19 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "იბეროსტარმა" ჩეხეთში უპრობლემოდ სძლია "ოპავას" 92:70.

თანაგუნდელ სებასტიან საიზთან ერთად ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ტენერიფელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი იყო, რომელმაც 22 წუთში 19 ქულა ჩააგდო ( 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 იყო.

"იბეროსტარმა" 6-დან 6 მატჩი მოიგო და 21 ნოემბერს პაოკ-ს მასპინძლობს.

altმაკფადენმა "ვენეციას" 21 ქულა
ჩაუგდო და ჩემპიონთა ლიგაზე "იბეროსტარი" გაალიდერა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული