"ბასკონია" "მილანთან" დამარცხდა, შენგელიამ 8 ქულა ჩააგდო, ჯენინგმა - 18

AutoSharing Option
ევროლიგის მე-8 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონია" სტუმრად 90:93 დამარცხდა "მილანთან".

შენგელიამ 27:50 წუთში 8 ქულა ჩააგდო (8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 0 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ჯენინგმა 28:53 წუთში 18 ქულა შესძინა თავის გუნდს (3-დან 3 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი), 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ერთხელ დაკაგა ბურთი.

"ბასკონიაში" 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ვინსენ პუარე იყო, ხოლო "მილანში" 22 ქულა ვლადიმერ მიცოვმა ჩააგდო, 20 კი მაიკ ჯეიმსმა.

"ბასკონიას" მხოლოდ 2
მოგება აქვს, მე-12 ადგილზეა და 23 ნოემბერს "პანათინაიკოსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეც კუკარაჩას ინგასავით ყოფილა, იმან 7 დან 7 ააცილა :)) მიდი თოკო, ეგ არაფერი ევროპაში პირველი ხარ
0
ექვსივე ჯარიმა ააცდინა?შეცდომა ხომ არ არის?
სოსო
08:37 22-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული