"უნიკახამ" "მურსიას" სძლია, შერმადინი კი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში 89:82 დაამარცხა "მურსია".

"უნიკახამ" ჩემპიონატზე უშვეულოდ წარმატებული სტარტი აიღო და 8 მოგებით მე-3 ადგილზეა, რაშიც დიდი დამსახურება შერმადინს მიუძღვის.

ამ შეხვედრაში მან 18:06 წუთში 12 ქულა შესძინა თავის გუნდს (6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სარგებლიანობის 19-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"უნიკახა" 8 დეკემბერს სტუმრად "ხუვენტუტს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული