თორნიკე შენგელიამ კარგად ითამაშა და "ბასკონიამ" ცსკა დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-11 ტურის დასკვნით მატჩში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ლიდერს ცსკა-ს 76:73 სძლია.

"ბასკონია" მიმდინარე სეზონში ევროლიგაზე წარუმატებლად ასპარეზობს და გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. მთელი მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და მასპინძლთა გამარჯვებით დასრულდა.

შენგელიამ 32:09 წუთში 15 ქულა ჩააგდო (11-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ერთხელ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მასზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო.

თორნიკეზე უფრო მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი მხოლოდ ვენსან
პუარეს (ბასკონია) და გორი ჰიგინსს (ცსკა) ჰქონდათ - 25-25.

ჯენინგის ანგარიშზე 26:26 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასია.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 20 ქულით არმიელი ალეკს პეტერსი იყო, ხოლო პუარეს ანგარიშზე 18 ქულაა.

"ბასკონია" 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
15ქულა კარგია მაგრამ 11დან 4 ძაან ცუდი პროცენტია
1
სამაგიეროდ გაამწყვეტ წუთებში შეასრულა ორი 3ქულიანი შეტევა ზედიზედ
Niko
08:48 08-12-2018
1

სიახლეები პოპულარული