ზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტს დაბადების დღე 2 თვის დაგვიანებით მიულოცა - ყოფილი თანაგუნდელის პასუხი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავი კევინ დურანტი მასსა და ზაზა ფაჩულიას შორის მიმოწერას აქვეყნებს.

როგორც ჩანს, ქართველ კალათბურთელს მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის დაბადების დღე არასწორად ახსოვდა და არც გადამოწმებაზე უზრუნია, მან დურანტს დაბადების დღე 2 თვის დაგვიანებით მიულოცა.

გთავაზობთ მიმოწერას ქართულად:

ზაზა: გილოცავ დაბადების დღეს ძმაო, საუკეთესოს გისურვებ.
კევინ დურანტი: ჩემი დაბადების დღე არ არის, ამას Instagram-ზე დავდებ, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, როგორი ცუდი თანაგუნდელიც ხარ.
ზაზა: ო, არა, შენი დაბადების დღე ხომ 28 სექტემბერსაა.
კევინ დურანტი: 29-ში, ახლავე შეწყვიტე ჩემთან საუბარი.
მიყვარხარ.
ზაზა: ერთადერთი კარგი ამ ტექსტში ისაა, რომ შენზე ვფიქრობ, ძმაო.
კევინ დურანტი: ჰაჰა, მართალია, მომენატრე, ძმაო.

Sportall.Ge


Sportall.Geდაბადების დღე 20, 15 ან 10 ბავშვზე ყველაზე დაბალ ფასად + იუბილარი უფასოდ, ვარსკვლავის გახსნა და მშობლების მენიუ საჩუქრად! გელით`PLUTO`-ში !
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული