შენგელიამ და ჯენინგმა "მაკაბის" 36 ქულა ჩაუგდეს და "ბასკონიამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 დეკემბერს, ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" გასვლაზე "მაკაბის" 81:79 მოუგო.

მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, მესამე მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 7 ქულით იგებდნენ და დასკვნით პერიოდში მოახერხეს სტუმრებმა გამარჯვების მოპოვება.

შენგელიამ 31:13 წუთში 20 ქულა ჩააგდო (11-დან 6 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 15-დან 8 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მასზე 10-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჯენინგმა 31: 28 წუთში 16 ქულა შესძინა თავის გუნდს, 4-ჯერ მოხსნა ბურთი
და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

"ბასკონია" 5 მოგებით მე-11 ადგილზეა და 18 დეკემბერს სტუმრად "გრან კანარიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თორნიკე რომ ძალიან მაგარია,მაგას ჩემი მტკიცება რად უნდა,მაგრამ ჯარიმებს,ეტყობა დიდ ყურადღებას აღარ აქცევს.ძალიან ცოტაა 15 დან 8 ჯარიმის ჩაგდება.
სოსო
09:45 14-12-2018
0
ვუყურე მაგ თამაშს გუშინ და რასაც ქვია ვერ აჩერებდნენ თოკოს .მარტო 20 ქულაზეც არაა 5 პასი და 10 ჯერ მასზე დაჯარიმდნენ მარტომ მოიგო ლამის ეს თამაში.ჯენინგმა 3 ქულიანები კარგად ისროლა და საჭირო თამაში მოიგეს.ვულოცავ თორნიკეს კარგ თამაშს
დდდ
11:15 14-12-2018
0

სიახლეები პოპულარული