ბითაძე "ბუდუჩნოსტში" გადავიდა და სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

AutoSharing Option
მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა "მეგა ბემაქსმა" - ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სეზონის ბოლომდე პოდგორიცას "ბუდუჩნოსტში" გაანათხოვრა.

"ბუდუჩნოსტი" სიხარულით იუწყება, რომ ვუნდერკინდი კალათბურთელი მათი გუნდის ღირსებას დაიცავს.

მონტენეგრული გუნდი ადრიატიკის ლიგის გარდა ევროლიგაზეც მონაწილეობს და ბითაძე ალბათ, თებერვალში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაეხმარება.

მითუმეტეს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი ტედ მაკფადენი ტრავმირებულია, ტენერიფეს "იბეროსტარის" რიგებში ბოლო 3 მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და არა გამორიცხული, ჩვენი გუნდი ლეგიონერის გარეშე დარჩეს.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით ევროლიგაზე მე-15 ადგილზეა, ადრიატიკის ლიგაზე კი 8
მოგებით მე-2 ადგილზე.

შეგახსენებთ, Nbadraft.net-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ ბითაძე სავარაუდოდ NBA-ს დრაფტზე 24-ე ნომერი იქნება და "ფილადელფია" აიყვანს.

altგოგა ბითაძე: "ბუდუჩნოსტში" თამაში ჩემთვის დიდი პატივი და შანსია

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ გოგას ნაკრებში ვერდახმარება მხოლოდ კარსმომდგარ (თებერვლის) მატჩებზე იგულისხმება, ამას კიდევ ავიტანთ, რადგან მსოფლიოზე გასასვლელად შანსი უკვე დაკარგულია. თუმცა, თუკი მისი არყოფნა ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევ მატჩებზეც გავრცელდება, მაშინ საქმე გვქონია აუნაზღაურებელ დანაკლისთან!
qomagi
19:28 20-12-2018
0
რად გვინდა ამათი ბუდუჩნოსტები და ბასკონიები,ქართველებს თუ არ გამოგვადგნენ!
ქუთაისი
19:46 20-12-2018
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული