"მეგა ბემაქსიდან" "ბუდუჩნოსტში" განათხოვრებულ ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს პრეზენტაციაზე 11-ნომრიანი მაისურა გადასცეს და მან მოკლე კომენტარი გააკეთა.
"ევროლიგაზე მოასპარეზე "ბუდუჩნოსტში" თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ეს ჩემთვის კარგი შანსია. მინდა გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო.
"ბუდუჩნოსტს" მაგარი გულშემატკივრები ჰყავს და ისინი საშინაო მატჩებზე განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნიან. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა ბითაძემ.