Telegraf.rs: ხედავთ სად არის გოგა ბითაძე? სერბეთს ამ დონის ახალგაზრდა მოთამაშეები არ ჰყავს

AutoSharing Option
სერბული გამოცემა Telegraf.rs-ი გოგა ბითაძის "ბუდოჩნოსტში" გადასვლას ეხმიანება.

გამოცემის თქმით, სერბეთს უჭირს მისნაირი ტალანტების გაზრდა და გოგა ბითაძე ევროლიგაში დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ვუნდერკინდია.

"გოგა ბითაძე საშუალო დონის "მეგა ბიმაქსს" ტოვებს და უფრო ძლიერ გუნდსა და ტურნირში (ევროლიგა) გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც საშუალება ექნება დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ვუნდერკინდია.

19 წლის მოთამაშე ადრიატიკის ლიგაში სტატისტიკის მიხედვით მესამე პოზიციაზეა - მატჩში საშუალოდ 20,1 ქულით და 7,9 მოხსნით, მაგრამ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც გავლენა, რომელსაც გოგა თამაშზე ახდენს. 212 სანტიმეტრი სიმაღლის და შესანიშნავი
სროლის მფლობელი მოთამაშისთვის ძალიან მარტივია მეტოქეებისთვის ხიფათის შექმნა.

ეჭვი არავის ეპარება, რომ მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება, უბრალოდ ნახეთ, როგორ ითამაშებს ის ევროლიგაში, მატჩების ნახევარი ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამაა: ხედავთ სად არის გოგა ბითაძე? სერბეთს ამ დონის ახალგაზრდა მოთამაშეები არ ჰყავს" - ვკითხულობთ Telegraf.rs-ზე.

გოგა ბითაძე "ბუდოჩნოსტში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს, გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ის NBA-ის დრაფტზე დადგება.

altბითაძე "ბუდუჩნოსტში" გადავიდა და სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

altგოგა ბითაძე: "ბუდუჩნოსტში" თამაში ჩემთვის დიდი პატივი და შანსია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
გაგისწორდათ ეგ სტატია? თუ რატომ გადმოთარგმნეთ? სერბეთის დონეს კალათბურთში საქართველო ვერასოდეს ვერ მიაღწევს. ასე რომ ზღაპრებს მოეშვით. სერბეთის სკოლა ამერიკის შემდეგ უძლიერესია მსოფლიოში, სამომავლოდ რომ იცოდეთ
ნოვაკ ჯოკოვიჩი
18:09 21-12-2018
23
შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში ბალკანელები ნოლები ხართ, მოქრთამვის გარეშე ვერასდროს ვერანაირ შედეგებს ვერ დადებთ.
sdfffff
18:20 21-12-2018
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული