This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
24 დეკემბერს, გოგა ბითაძის დებიუტი შედგა ახალ გუნდ "ბუდუჩნოსტში", რომელიც ადრიატიკის ლიგის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში სლოვენიაში აუტსაიდერ "კრკასთან" მოულოდნელად 64:69 დამარცხდა.
ბითაძის გუნდმა პირველი მეოთხედი ცუდად ჩაატარა, მასპინძლები 18:2 დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი კი "ბუდუჩნოსტმა" 19:34 წააგო. შემდეგ სტუმრებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, ანგარიშში სხვაობაც შეამცირეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.
გოგამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 25:46 წუთში 12 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 6-დან 2 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 15 იყო.
"ბუდუჩნოსტი" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და 30 დეკემბერს ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას" ეთამაშება, იქამდე კი 28 დეკემბერს მიუნხენში ევროლიგაზე "ბაიერნს" დაუპირისპირდება.