ცინცაძის 19, ბერიშვილის 18 ქულა და “ალ შამალის” მეორე გამარჯვება ყატარის ჩემპიონატში

AutoSharing Option
ყატარის ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩიც მოიგო გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა", რომელმაც ამჯერად "ალ არაბია" 88:74 დაამარცხა. ამ მატჩში ქართველები კვლავ გამოირჩნენ. გამარჯვებაში ორივე მათგანმა სოლიდური წილი დაიდო.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველმა შეუცვლელად, 40-40 წუთი ითამაშა.

ცინცაძის მონაგარი 19 ქულა, 2 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა იყო. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ
დაჯარიმდნენ. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მოჰამედ ჰარატს (42) ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.

მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე ბერიშვილმა გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა (4 პასი) და 4 პასი შესძინა. მიხეილმა 6-დან 3 ორქულიანი და 12-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 14 გახლდათ.

"ალ შამალი" ყატარის ჩემპიონატს კიდევ სამ გუნდთან ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს სწორედ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "ალ სადთან" ჩაატარებს.

altგიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატში თამაშობენ - ქართველების გუნდმა პირველი მატჩი მოიგო


მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული