Weballin.net: გოგა ბითაძე დრაფტზე მე-14 ნომერი იქნება და "სან ანტონიო" აიყვანს

AutoSharing Option
საკალათბურთო პორტალმა Weballin.net-მა სტატია იმ კალათბურთელების შესახებ მოამზადა, რომლებიც, სავარაუდოდ, 2019 წლის NBA-ის დრაფტზე დადგებიან.

მათ შორის მოხვდა "ბუდოჩნოსტის" 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც დიდი ალბათობით ადრიატიკის ლიგის დასრულების შემდეგ დრაფტზე დადგება.

გამოცემა ქართველ ტალანტს "სან ანტონიო სპურსს" უკავშირებს და მე-14 ნომერს ანიჭებს.

"ყოველთვის დააფასეთ ათლეტური და მაღალი მოთამაშეები. ადრიატიკის ლიგაში ბითაძე შესანიშნავად თამაშობს და გასული წლის შემდეგ სერიოზულად განვითარდა. ის ძალიან მობილური მოთამაშეა და შეუძლია როგორც ბლოკის გაკეთება, ასევე შესანიშნავი სამქულიანი სროლა, ახლა ის 42-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის. გოგა
დრაფტზე სავარაუდოდ მე-14 ნომერი იქნება და "სან ანტონიო" აიყვანს, მას შეუძლია ლამარკუს ოლდრაიჯს საკუთარ საყვარელ პოზიციაზე დაბრუნებაში დაეხმაროს" - ვკითხულობთ Weballin.net-ზე.

გოგა ბითაძემ "ბუდოჩნოსტთან" საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა, ის კლუბთან ერთად ევროლიგაზე იასპარეზებს.

altსერბული მედია: გოგა ბითაძის აქამდე ნაჩვენები თამაში, დრაფტზე მის შანსებს წარმოუდგენლად ზრდის

altTelegraf.rs: ხედავთ სად არის გოგა ბითაძე? სერბეთს ამ დონის ახალგაზრდა მოთამაშეები არ ჰყავს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასე თუ რიამე გამახარებდა/ პოპოვიჩი ლეგენდაა, სან ანტონიო ღირსეულ კალათბურთს თამაშობს/ გოგას ყველაფერი საუკეთესო.
0
სან–ანტონიო კარგი ვარიანტია პოპოვიჩი ყველაზე ძლიერი მწვრთნელია
გოგა
15:32 26-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული