ქართველი ცენტრი ტრადიციულად სათადარიგო იყო და ჯამში პარკეტზე 12:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულას, 2 პასს და 5 მოხსნას მოუყარა თავი.
ვეტერანმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანიც ისროლა, თუმცა მიზანში ვერ მოარტყა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბლეიკ გრიფინი გახდა, მან 34:14 წუთში 23 ქულა, 6 პასი და 9 მოხსნა დააგროვა.
ამ გამარჯვების შემდეგ "პისტონსს" ბალანსი 16-16-ზე აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს.
ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "ინდიანასთან" 29 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
ლებრონიდან ზაზამდე - 2003 წლის დრაფტის "გადარჩენილების" საერთო გამოცდილება
Washington Post: ზაზა ფაჩულიას NBA-ის რეკორდი ეკუთვნის, 31 სამქულიანი ისროლა და ვერცერთი ჩააგდო