ამის გამო შეშფოთებულები ვართ - "ბასკონიას" მწვრთნელმა თორნიკე შენგელიას ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიას ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"პირველი შთაბეჭდილება ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ მოდით დაველოდოთ და ვნახოთ რას გვანახებს სამედიცინო შემოწმება.

ჩვენი შენგელიას გამო შეშფოთებული ვართ, ის ძლიერ ტკივილს გრძნობდა მუხლის არეში", - აქვეყნებს მწვრთნელის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა "რეალთან" შეხვედრაში ერთი-ერთი შეტევის დროს მიიღო.

altთორნიკე შენგელიამ "რეალთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა , იმედია სერიოზული ტრავმა არ იქნება . ისე რა იყო , ჯერ ცხვირი , მერე მუხლი :(( ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს ტიტანს , წელს ევროლიგა უნდა დადოს , თუ გუნდიც ხელს შეუწყობს .
ATP 21
17:56 31-12-2018
1
რატო მბლოკავთ მე?! და არ ბლოკავთ ასეთ ტიპებს?! (ჰმორი კარტველები სულ რავა იპლაკებიან არადა პულის საჰოვნელად არიან გახიზნულები ანანიდზეს სიგარეტს არ მივაცოდებ კუჰაჰი რას გავს და 2 მილიონს უხდიან კარტველებო ტკვენი ჰუბა დავხიე ტპუ ტკვენი
lekso kutaisi). ///// ეს არის თუ არა შეურაცყოფა?! / მეტი თავაზიანად ამ საახალწლოდ როგორღა დაგიწეროთ?! ვისაც ქართველი და საქართველო არ უყვარს................................................ / ამ წინადადების დასრულება მათთვის მიმიმდვია ვინც მეთანხმება.
Vasili
23:20 31-12-2018
2

სიახლეები პოპულარული