მამუკელაშვილმა 11 ქულა ჩააგდო - "სეტონ ჰოლმა" ზედიზედ მეშვიდედ მოიგო

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" წაუგებელ სვლას აგრძელებს. "მეკობრეებმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმეს. ნიუორაჟელთა მორიგი მსხვერპლი "ქსავიერ მუშკეტერსი" გამოდგა, რომელსაც მამუკელაშვილის გუნდმა სტუმრად – 80:70 სძლია.

ეს გახლდათ Big East-ის კონფერენციის მეორე ტურის მატჩი, ხოლო წინა გამარჯვებები სეტონჰოლელებმა არასაკონფერენციო შეხვედრებში მოიპოვეს. მამუკელაშვილი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. შედეგიანობით მას "მეკობრეთა" შორის
მხოლოდ მაილს პოუელმა აჯობა, რომელმაც 37 წუთში 25 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.

2-დან 2 მოგებით "სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციას ლიდერობს. მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში "მეკობრეებს" 11 მოგება და 3 მარცხი გააჩნიათ. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს 6 იანვარს, სტუმრად "დე პოლთან" ელის.

altმამუკელაშვილის 14 ქულა, გამარჯვების პასი და ლიდერთან ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული