გოგა ბითაძე მილანურ მატჩშიც საუკეთესო იყო

AutoSharing Option
3 იანვარს, ევროლიგის მე-16 ტურში გასვლაზე "მილანთან" წაგებულ შეხვედრაში (94:111) საუცხოოდ იასპარეზა "ბუდუჩნოსტის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ.

მან 26:50 წუთში 23 ქულა ჩააგდო (12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე თამაშის წესი 8-ჯერ დაარღვიეს და სარგებლიანობის 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

გოგა უფრო მეტადაც დაეხმარებოდა თავის გუნდს, მაგრამ მესამე მეოთხედის შუაში მეოთხე პერსონალური მიიღო (იმ მომენტისთვის უკვე 22 ქულა იყო მის ანგარიშზე) და მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა.

მიუხედავად
მისი კარგი ასპარეზობისა, თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მონტენეგროული გუნდი დამარცხდა.

საერთოდ კი თამაში თვალსასეირო და შედეგიანი გახლდათ.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით კვლავ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
გასაგებია, მაგრამ მოდი ბუდუნჩოსტსაც მადლობა ვუთხრათ. ზუსტად მაგ გუნდმა მისცა შანსი ბითაძეს ეთამაშა ევროლიგაში. ეს კადნიერება არ გვინდა
... არ გვ
Niko
03:37 04-01-2019
1
რა ზაზა. როგორ შეიძლება ბითაძის ზაზასთან შედარება. ზაზას კალათბურთის მინიმალური ნიჭი აქვს და მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით "ქაჩავს" რაღაცას, შეცვლებზე მეტ-ნაკლებად ეხმარება გუნდს. ის ევროპაშიც საშუალო დონის ცენტრი იყო, არასოდეს წამყვანი და ლიდერი არ ყოფილა. ნბა-ში მისი მოხვედრა მხოლოდ აგენტის დამსახურებაა. რაც შეეხება ბითაძეს, მას თანდაყოლილი ნიჭი აქვს, მშრომელიც არის და ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ზაზას. ის გუნდის ლიდერია და მასზე თამაშის აწყობაც თავისუფლად შეიძლება. ბითაძეს უფრო ნიკოლოზ დერიუგინს შევადარებდი, რომელიც ლიდერი იყო, დიდი ოდენობით ქულებსაც აგროვებდა და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. წარმატებებს ვუსურვებ გოგას.
dadu-ს
12:25 04-01-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული