ცინცაძემ მოედანზე 38:55 წუთი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 11 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 7-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბერიშვილმა 36:41 წუთი ითამაშა და გუნდს 1
"ალ შამალის" ლიდერობა ამჯერადაც მოჰამედ ჰარატიმ იკისრა, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა, 17 მოხსნა.
ქართველების გუნდი საატურნირო ცხრილში "ალ სადთან" ერთად პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 8 იანვარს, ისევ სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ "ალ ხორთან" გამართავს.
ცინცაძის 19, ბერიშვილის 18 ქულა და “ალ შამალის” მეორე გამარჯვება ყატარის ჩემპიონატში