მის შესახებ "დეტროიტის" ვებგვერდი წერს და ამბობს, რომ "იუტასთან" წაგებულ მატჩში ქართველი ცენტრი ძალიან დააკლდათ.
"პისტონსი" მეორე ტაიმში ისევ მოტორისა და დამრტყმელი ძალის გარეშე იყო, რადგან იშ სმიტი და ზაზა ფაჩულია აკლდა. სმიტი კიდევ ერთი თვე არ იქნება, ამიტომ ფაჩულია ყველაზე დიდი დანაკლისია.
მაშინ, როდესაც "იუტა" 14 ქულით "გაიქცა", ფაჩულიას კარგი სროლისა და შეუფასებელი გადაცემების უნარი გუნდს დაეხმარებოდა ამ მომენტის გამკლავებში და მისცემდა ძალას, რომ
"ზაზა ძალიან დაგვეხმარებოდა. პირველ რიგში, ბურთის განაწილებაში. ფაჩულია, ისევე, როგორც ბლეიკ გრიფინი, ბურთის კარგი დამჭერია. ეს ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ ტრავმები NBA-ს ნაწილია. არ მინდა, ეს გამართლებად გამოვიყენო" - განაცხადა "დეტროიტის" მწვრთნელმა.
ზაზა ფაჩულიას გარეშე "პისტონსმა" სამიდან ორი მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციას იკავებს.
ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ ორი მატჩი გამოტოვა - რა სჭირს ქართველ კალათბურთელს?
შესანიშნავი კარიერა გქონდა და ვფიქრობ, ახალი გამოწვევები უნდა მიიღო.