სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტუურ ლიგაში ბოლოსწინა მატჩი "დე პოლთან" 74:75 წააგო, გუშინდელ შეხვედრაში კი "ბატლერს" 76:75 სძლია.
ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი დაჰყო. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოები კი უხეიროდ ესროლა: 6 ცდიდან მხოლოდ 1 მოათავსა კალათში.
მთლიანობაში მამუკელაშვილმა 7 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. სანდრომ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. მატჩის საუკეთესო კი მაილს პოუელი გახდა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა და სეტონჰოლელებს 4 ტურის შემდეგ
ამ შედეგით მამუკელაშვილის გუნდი 10-გუნდიან Big East-ის კონფერენციაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ 3-დან 3 მოგების მქონე NCAA-ის მოქმედ ჩემპიონ "ვილანოვას" ჩამორჩება. შემდეგ მატჩს "სეტონ ჰოლი" 12 იანვარს, სტუმრად "მარკეტთან" გამართავს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით