Defpen.com: NBA-ს რამდენიმე გუნდი გოგა ბითაძეს დიდი ინტერესით აკვირდება

AutoSharing Option
Defpen.com-ი "ბუდუჩნოსტის" ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძეს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა 19 წლის მოთამაშეს NBA-ს დრაფტის პირველივე რაუნდში არჩევას უწინასწარმეტყველებს.

"2019 წლის დრაფტზე ყველაზე დიდი ყურადღება ამერიკელ მოთამაშეებზე გაკეთდება. იქნებიან უცხოელი კალათბურთელებიც, თუმცა, თუ "დიდ კაცებზე" ვსაუბრობთ, ასეთი გოგა ბითაძეა. ქართველი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არჩევანი იქნება.

ამ სეზონში მან აჩვენა, რომ შესანიშნავი მსროლელის გარდა, კარგი მეპასეცაა. "აბა ლიგაში" ის ერთ-ერთი საუკეთესოა ბლოკების მხრივაც. ბითაძე კარგი მცველია და შეტევის დროს მასთან გამკლავება მარტივი არაა.

წინა სეზონამდე ყველა ვარაუდობდა, რომ გოგა
ბითაძეს დრაფტის მეორე რაუნდში ექნებოდა შანსი, ახლა კი ის, დიდი ალბათობით, პირველივე რაუნდში აირჩევა.

თუმცა მის თამაშში, როგორც ყველა ახალგაზრდა მოთამაშის თამაშში, ე.წ. ხვრელებიც გვხვდება. ის ხანდახან უყურადღებოდ იქცევა, ამიტომ ხშირად ჯარიმდება და პარკეტის დატოვება დროზე ადრე უწევს. მისნაირმა მოთამაშემ ეს კომპონენტები უნდა დახვეწოს. გარდა ამისა, ბითაძე ხშირად კამათობს მსაჯებთან, ხშირად არის უკმაყოფილო. თუ გსურს, რომ NBA-ს დონეზე წარმატებული გახდე, მენტალურად ძლიერი უნდა იყო.

NBA-ს დრაფტამდე თვეებია დარჩენილი, თუმცა გოგა ბითაძე ნამდვილად საინტერესო მოთამაშეა. მიუხედავად ჩამოთვლილი მინუსებისა, ევროლიგაში ასპარეზობით მისი შანსები უფრო გაიზრდება, დრო მის მხარესაა. ჯერ ნამდვილად ადრეა იმის თქმა, ექნება თუ არა მას ისეთი კარიერა, როგორიც ნიკოლა ჯოკიჩს, ჯოელ ემბედსა და კრისტაფ პორზინგისს ჰქონდათ, თუმცა მისი ტალანტის დაიგნორება არ შეიძლება და NBA-ს რამდენიმე გუნდი მას დიდი ინტერესით აკვირდება" - ვკითხულობთ Defpen.com-ზე.

altქართველი გიგანტი! - ევროლიგამ გოგა ბითაძის ჩატენვა დღის საუკეთესოდ აღიარა [VIDEO]

altEuroleague.net: ვინმეს შეუძლია ამომავალი ვარსკვლავის, გოგა ბითაძის შეჩერება?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა გჭირთ რატომ ღიზიანდებით? აბა ვისზე გინდათ სატატიენი მესისი ცოლს რა ფერის ტრუსები ეცვა? დიახ ჩვენ ვარსკვლავებზე უნდა იწერებოდეს და თუ არ მოგწონთ ნუ წაიკითხავთ
Geo_Dinamo
00:30 12-01-2019
1
მემგონი ეს დაკვირვევები თქვენ უბრალო კალათბურთის მაყურებლებში ხოარ გერევათ..დაკვირვებები ცუდააქ დაცდილი ჩვენებს აკვირდებაო ჩაკვეტაძეზე და არფერი მიჩქმალა, ეხლა ბითაძეს აკვირდებიანო.. მოკლედ რა განებთ ამ დაკვირვებებს თავი რა ყველა აკვირდება ყველას და რო მორჩება დაკვირვება და რეალურად მოხდება ახალი რაღაც რაც გაახარებს ჩვენ სპორსმენბს მერე რაწერეთ რა,...
reali
11:50 11-01-2019
9

სიახლეები პოპულარული