14 იანვარს ადრიატიკის ლიგის მე-15 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" ბელგრადში ფმპ-ს უპრობლემოდ ანგარიშით 87:70 სძლია.
სამი წაგების შემდეგ მონტენოგროულმა გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში იმარჯვა.
სამწუხაროდ ბითაძემ 5 პერსონალური მიიღო და დროზე ადრე დატოვა პარკეტი. მან 14:34 წუთში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი და ერთხელ დაუფარა მეტოქეს.
მან ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
"ბუდუჩნოსტი" სატურნირო ცხრილში 10 მოგებით მე-3 ადგილზეა და 21 იანვარს მეორეადგილოსან "ცედევიტას" უმასპინძლებს,
იქამდე კი 18 იანვარს პოდგორიცაში ევროლიგაზე "რეალს" შეხვდება.