გოგა ბითაძემ "რეალთან" იფრინა - ორმაგი დუბლი შეასრულა და "ბუდუჩნოსტმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
18 იანვარს, ევროლიგის მე-19 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედნზე 73:60 დაამარცხა "რეალი".

მატჩის წინ "რეალის" მწვრთნელმა პაბლო ლასომ თქვა, რომ ბითაძე კარგად ირჯება დაცვაშიც და თავდასხმაშიც, ის და კოული "ბუდუჩნოსტის" წამყვანი მოთამაშეები არიან და მათი განეიტრალება მართებდათ. ვერ გაანეიტრალეს.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი 36:28 მოიგეს. ვერც მეორე ტაიმში მოახერხა მრისხანე მეტოქემ პოდგორიცელების გატეხვა და დამარცხდა.

ბუდუჩნოსტი - რეალი 73:60

ბითაძემ 27:33 წუთში 13 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი,
4-დან 4 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო. მან კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

გოგა ბითაძის ბლოკი რეალთან მატჩი

გოგაზე შედეგიანი 14 ქულით მხოლოდ კოული იყო, ხოლო სარგებლიანობის მხრივ მხოლოდ მისი თანაგუნდელი კლარკი (25).

"ბუდუჩნოსტი" 5 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და 25 იანვარს "გრან კანარიას" უმასპინძლებს.

altგოგა ბითაძე - "რეალის" დამარცხებაზე: დიდებულ მატჩში ჩემპიონი დავამარცხეთ

alt"მინდა სარკეში ჩახედვისას ჩემს თავს ვუთხრა, რომ ყველაფერი გავაკეთე" - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან
მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები გოგას!!! საკლუბო და რაც მთავარია, სანაკრებო!!!
tngh
19 იანვარი 2019 12:36
0
ამერიკაში ორჯერ უკეთეს იგროკად აქცევენ კარგი სპეციალისტები ამისთვის ყველაფერი აქვს. წარმატებები გოგა
გოგა
19 იანვარი 2019 10:49
1
ხო კიდე რა მინდოდა დამეწერა, ვუყურე გუშინ სილკ უნივერსალზე თამაშს და მინდა ორი სიტყვა დავწერო კომენტატორებზე, აი უსაზიზღრესი ტონი, ლექსიკა, გეგონება ბირჟაზე იდგნენ და კაჩაობდნენ, რა უბედურებაა საიდან მოხვედით, რას იტყლარწებით, წაიყვანეთ ნორმალურად თამაში, კაცი თქვენ ვერ მოგისმენთ.
გულშემატკივარი
19 იანვარი 2019 10:23
0
ბევრჯერ დაუფარეს, 6-დან 3 2 ქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ცუდი შედეგია, მაგრამ ტალანტია რა მართლა, 19 წლის გიგანტია, მაგარი მოძრავია და დარწმუნებული ვარ მოუმატებს და აი მაშინ კი მართლა მონსტრი იქნება. 2-3 წელიწადში ამის სახელი ყველას ეცოდინება ოკეანის გადაღმა, იქამდე კი თავისი წონა ოფლი უნდა დაღვაროს. ყველას გაგვიხარდება გოგას წარმატება.
გულშემატკივარი
19 იანვარი 2019 10:17
1
100%გეთAნხმები ძმაო, გოგა მხოლოდ შრომა და ისევ შრომა გაქცევს ვარსკვლავად იცოდე შვილო. მთელი საქართველოს იმედი ხარ.
dato
20 იანვარი 2019 10:02
0
თუ გახსოვთ რუნ თავიდან როგორი ფეხბურთელი იყო ბევრ ბარათს იღებდა დაბევრსეკამათებოდა მსაჯებს მერედაღვინდა ამის მინუსი არის ფოლები 14 წუთში 5 ფოლს მოხერხება უნდა თან ამერიკაში თითქმის ერტი მეოთხედით მეტია კი ექნება მეტი ჯარიმის აღების უფლება თან იქ უფრო აგრესიულობა მოუწევს ვიდრე ევროპაში ამერიკა მილიარდი წელი ისევ ოკეანეს გაღმა იქნება შენგელიას მაგალიტიც გაიხსენეთ მალე დაბრუნდა ევროპაში არავინ დაობს რო არარის მაგარი მარა როცა ამრიკასი მიდიხარ მაგარზე მაგარი უნდა იყო ყველაფერს აქ თავისი დრო
ნოდო
19 იანვარი 2019 09:07
5
იქნებ ევროპის რომელიმე სუპერ კლუბში გადასულიყო 1-2 წელი ნბა-ში გადასვლამდე.ჯამაგირიც დიდი ექნება და უფრო მომზადებული და მომაგრებული შეხვდებოდა ამერიკას
ჩემი აზრით
19 იანვარი 2019 01:53
7
ჩვენი იმედი ხარ,საქართველოს ნაკრები მალე იმ დონეზე ავა ჯერ რომ არ ყოფილა.
zas.
19 იანვარი 2019 01:04
2
გოგა არის ძალიან დიდი პოტენციალის ბიჭი. ჯერ კიდევ ზაფხულში ვამბობდი დრაფტზე დიდი შანსია ათეულში მოხვდეს!!!
iolasha
19 იანვარი 2019 00:09
1
euf didi gamchvreta chirdeboda magas
bergo
19 იანვარი 2019 04:26
4
ყოჩაღ გოგა კაცი ხარ , აი ეგრე!!! ვუყურე თამაშს და შესანიშნავად თამაშობდა გადამწყვეტ მომენტებში ,ტოლი არ დაუდო არავის , ეგრე გააგრძელე და ამ სეზონში თუ არა მომდევნოში მეხილე ვაშინგტონში ან დენვერში..
kakakakaka
19 იანვარი 2019 00:03
0
ყოჩაღ გოგა!მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!ბრავო!ინგლისელი კომენტატორი ახალგაზრდა სუპერვარსკვლავად მოიხსენიებდა
BOSS
19 იანვარი 2019 00:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული