as: გოგა ბითაძის "რეალთან" თამაში შთამბეჭდავი იყო - NBA ისევ იფშვნეტს ხელებს

AutoSharing Option
ევროლიგაზე "ბუდუჩნოსტის" მიერ "რეალის" დამარცხება (73:60) as-მა მიმოიხილა და ჟურნალისტმა რიკარდო გონსალესმა ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის ჩინებული თამაში გამოყო.

"19 წლის გოგა ბითაძე, რომლის სიმაღლე 2.12 მეტრია "ბუდუჩნოსტის" საკვანძო მოთამაშე იყო. ის და მისი თანაგუნდელები პარკეტზე დომინირებდნენ. მან ტავარესს გასაქანი არ მისცა. მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ - 13 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება. თავისი ასაკის კვალობაზე საოცრად სწრაფად თამაშობდა, მასზე დიდი მატჩის ატმოსფერო საერთოდ არ მოქმედებდა.

NBA ისევ იფშვნეტს ხელებს და მზადაა ევროპიდან მორიგი ტალანტი გადაიყვანოს. "ბუდუჩნოსტი" გრანდთა რისხვაა -
დაამარცხა "ბასკონია", ცსკა, "ბარსელონა" და ახლა "რეალი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
საერთოდ არ მჩვევია ზედმეტ ხიბლში ჩავარდნა, მაგრამ ამ ბიჭს დიდი ხანია ვუკვირდები და გუშინდელის შემდეგ მართლაც ვიტყვი რომ მომავალი ვარსკვლავი გვეზრდება. თუ ასე გააგრძელებს, არა მხოლოდ ევროლიგაში, არამედ ნბა-შიც იტყვის თავის სათქმელს
qomagi
11:55 19-01-2019
0
კალათბურთში 13 ქულა და 10 მოხსნა მართლაც ფრენაა, მით უმეტეს 19 წლის ბიჭისთვის, თან სამი დაფარება, ჩათვალე პოტენციური 26 ქულა გადაარჩინა. ძალიან ძლიერია, წარმატებები.
გელა
05:35 19-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული