ადრიატიკის ლიგის 16-ე ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" მეორე ადგილზე მყოფ "ცედევიტას" უმასპინძლა და 80:78 სძლია.
ბითაძემ 21:58 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულინი, 10-დან 6 საჯარიმო ) და 10 მოხსნა. მან ეს ზედიზედ მეორე მატჩში შესძლო.
ამას გარდა, გოგამ ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 2-ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ყოფილი ლეგიონერი ჯეიკობ პულენი იყო, რომელიც ამჟამად "ცედევიტას" ღირსებას იცავს.
"ბუდუჩნოსტმა" 11 ქულა დააგროვა, "ცედევიტასთანთან" ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს და 29 იანვარს სტუმრად "ოლიმპიას" შეხვდება.
ბევრი წერის გამო არ დაბლოკო თუ ძმა ხარ, ძლივს ავკრიფე:)))