ვინ გააჩერებს გოგა ბითაძეს? - მან ისევ ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის 16-ე ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" მეორე ადგილზე მყოფ "ცედევიტას" უმასპინძლა და 80:78 სძლია.

ბითაძემ 21:58 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულინი, 10-დან 6 საჯარიმო ) და 10 მოხსნა. მან ეს ზედიზედ მეორე მატჩში შესძლო.

ამას გარდა, გოგამ ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 2-ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ყოფილი ლეგიონერი ჯეიკობ პულენი იყო, რომელიც ამჟამად "ცედევიტას" ღირსებას იცავს.

"ბუდუჩნოსტმა" 11 ქულა დააგროვა, "ცედევიტასთანთან" ერთად მეორე-მესამე
ადგილს იყოფს და 29 იანვარს სტუმრად "ოლიმპიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გაუჩერებიათ უკვე, ათ ქულაზე მეტს ვერ აგროვებს. მეტი რაღა უნდა გააჩერონ
კაცური კაცი
14:39 22-01-2019
12
გაბუქება გიყვართ რა NBA საშუალო კალათბურთელი ვარსკვლავი არა საშუალო ერთ თამაშში 15 ქულას და 10 მოხსნას აგროვებს და 15 ქულის და 10 მოხსნის დაგროვება ,NBA ში რასაც ნიშნავს ყველამ ვიცით ადრიატიკის ლიგა არ შეიძლება რო შევადაროთ 6 ორქულიანიდან 2 გამოყენება ძაან ცოტაა ასევე უხეშობა არ შეიძლება გოგა უდავოთ უნიჭიერესი კალათბურთელია მაგრამ სამუშაო ძაან ბევრი აქვს წარმატებებს გისურვებ გოგა გაგვიმართლე იმედები
ვახო
11:44 22-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული