ვინ გააჩერებს გოგა ბითაძეს? - მან ისევ ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის 16-ე ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" მეორე ადგილზე მყოფ "ცედევიტას" უმასპინძლა და 80:78 სძლია.

ბითაძემ 21:58 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულინი, 10-დან 6 საჯარიმო ) და 10 მოხსნა. მან ეს ზედიზედ მეორე მატჩში შესძლო.

ამას გარდა, გოგამ ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 2-ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ყოფილი ლეგიონერი ჯეიკობ პულენი იყო, რომელიც ამჟამად "ცედევიტას" ღირსებას იცავს.

"ბუდუჩნოსტმა" 11 ქულა დააგროვა, "ცედევიტასთანთან" ერთად მეორე-მესამე
ადგილს იყოფს და 29 იანვარს სტუმრად "ოლიმპიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
პლუს კიდევ მინიმუმ ორი დაფარება დაგავიწყდათ. ორჯერ სულ "ტყუილად" დაჯარიმდა, ამიტომაც მწვრთნელს ხშირად გაყავდა მოედნიდან, თორემ მინიმუმ 35 წუთს ითამაშებდა. მესამე მეოთხედში უკვე 4 ჰქონდა. თან სროლებიც არ წაუვიდა, ორჯერ ფარქვეშიდან ვერ ჩააგდო. მისი მონაცემების მქონე ნებისმიერი ამერიკელი ცენტრი არც დაფიქრდებოდა ის ჩატენიდა, სროლის ნაცვლად. ცოტა აკლია კიდევ კუნთოვანი მასა, გამბედაობა და თავდაჯერებულობა. ვერც მოსთხოვ, ჯერ კიდევ სწავლობს, ფაქტიურად სკოლის მერხიდან დიდ კალათბურთში მოხვდა და მისი მონდომებისა რომ ვიცი, წარმომიდგენია რას იზამს ორი სამი წელი ნბა-ში თამაშის შემდეგ. თუ ისეთი მწვრთნელის ხელში მოხვდება, რომელიც ენდობა და ბევრს ასწავლის, შორს არაა ის დღე, როცა ლიგის ვარსკვლავებში მოხვდება. საუკეთესო ვარიანტად დრაფტზე გრეგ პოპოვიჩის "სან ანტონიო" მიმაჩნია. ასე რომ დაველოდოთ მოვლენიბის განვითარებას...ბოლომდე გოგა!
ბევრი წერის გამო არ დაბლოკო თუ ძმა ხარ, ძლივს ავკრიფე:)))
emigranti
03:03 22-01-2019
3
ნუ გაქვთ ესეთი სტატიის სათაურები . 22 წუთში 11 ქულა ჩააგდო და ვინ გააჩერევს და ქართველი ლებრონ ჯეიმსი და ეგეთები იქნება და აუვარდეს თავში და მერე იქნება თქვენი ბრალი ეგრე უვარდებათ ზოგადად ბავშვებს თავში, წარმატებები გოგას ))) იმედია არ დაბლიკავთ კომენტარს
ტოტტი
02:29 22-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული