28 იანვარს, ადრიატიკის ლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" სლოვენიაში 77:72 დაამარცხა აუტსაიდერი "ოლიმპია".
ბითაძემ 22:31 წუთში 10 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ადრიატიკის ლიგამ ბითაძის ჩატენვა და გამოყჰო და მას "მონსტი" უწოდა, ხოლო მისი დაფარება ასევე მატჩის გამორჩეულ მომენტებში მოხვდა.
მან 4 პერსონალური მიიღო და ბოლო პერიოდში უფრო აქტიურ თამაშში ამან შეუშალა ხელი.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას NBA-ს 10-მდე სკაუტი აკვირდებოდა. რთული გამოსაცნობი არაა ვის მიმართ იყო მიმართული ყურადღება. აქვე გეტყვით, რომ ბითაძეს "ოკლაჰომა თანდერში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
"ბუდუჩნოსტმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, 12 მოგებით მე-3 ადგილზეა და 4 თებერვალს "მორნარ ბარს" უმასპინძლებს.