NBA-ს სკაუტების თვალწინ - გოგა ბითაძის "მონსტრი" ჩატენვა და ეფექტური დაფარება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 იანვარს, ადრიატიკის ლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" სლოვენიაში 77:72 დაამარცხა აუტსაიდერი "ოლიმპია".

ბითაძემ 22:31 წუთში 10 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

ადრიატიკის ლიგამ ბითაძის ჩატენვა და გამოყჰო და მას "მონსტი" უწოდა, ხოლო მისი დაფარება ასევე მატჩის გამორჩეულ მომენტებში მოხვდა.

მან 4 პერსონალური მიიღო და ბოლო პერიოდში უფრო აქტიურ თამაშში ამან შეუშალა ხელი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას NBA-ს 10-მდე სკაუტი აკვირდებოდა. რთული გამოსაცნობი არაა ვის მიმართ იყო მიმართული
ყურადღება. აქვე გეტყვით, რომ ბითაძეს "ოკლაჰომა თანდერში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

"ბუდუჩნოსტმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, 12 მოგებით მე-3 ადგილზეა და 4 თებერვალს "მორნარ ბარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი კომენტატორები არ ტყუოდნენ,გოგას სტატისტიკას,აშკარად დააკლეს პასები და დაფარებები.თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ ეს თამაში,ნამდვილად არ იყო საუკეთესო.ისე, ერთი ფოლიც, მე მგონი ტყუილად მისცეს.
სოსო
12:40 29-01-2019
2
ასე იძახდით ჩაკვეტაძეზეც ბარსელონას სკაუტები აკვირდებიანო და ბოლოს გენტის სათადარიგოთა სკამზე ამოყო თავი (ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას). იგივე დაემართება ბითაძესაც თუ დროზე არ გაჩერდებით.
ჯეკო
13:36 29-01-2019
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული