ცსკა-სთან უმნიშვნელოვანეს მატჩამდე გოგა ბითაძემ მონტენეგროს თასზე წაივარჯიშა და ორმაგი დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ თებერვალს გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ევროლიგის 21-ე ტურში მოსკოვში ცსკა-ს დაუპირისპირდება და იქამდე მონტენეგროს თასზე რეპეტიცია გაიარა - "იბარ როჟაიე" 105:64 დაჯაბნა.

ბითაძემ ახალ გუნდში მესამე დუბლი შეასრულა: 17:25 წუთში 13 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

გოგამ  5-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო და მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. გოგაზე მეტი მხოლოდ დანილო ნიკოლიჩმა
ჩააგდო - 21 ქულა.

მოსკოველ არმიელთა და "ბუდუჩნოსტის" შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული