გოგა ბითაძე ამჯერად უკეთ გაისარჯა - "მორნარ ბარს" 14 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგაზე ცსკა-სთან განადგურებულმა გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" ადრიატიკის ლიგაზე "მორნარ ბარზე" იყარა ჯავრი.

4 თებერვალს, მე-18 ტურში მეტოქე საკუთარ მოედანზე 102:71 დაამარცხა.

ბითაძემ 22:52 წუთში 14 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

გოგამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო.

"ბუდუჩნოსტი" 13 მოგებით მე-3 ადგილზეა და 10 თებერვალს ბელგრადში "პარტიზანს" შეხვდება, იქამდე კი 7 თებერვალს ევროლიგაზე "ხიმკის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალესეი შვედი ჯანმრთელადაა?? )))
aburjga
10:14 05-02-2019
1

სიახლეები პოპულარული