თედ მაკფადენის "ტენერიფემ" პაოკ-ი დაამარცხა - საქართველოს ნაკრების წევრი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერის, თედ მაკფადენის "ტენერიფე იბეროსტარმა" ფიბას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში გავიდა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ტენერიფელები საბერძნეთში პაოკს-ს ესტუმრნენ და 85:77 დაამარცხეს. მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:28 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამერიკელმა უკანახაზელმა მხოლოდ 2 საჯარიმო გამოიყენა, 4 ორქულიანი და 2 სამქულიანი კი ააცილა და პასივში 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

ტენერიფელებმა B ჯგუფში 14 მატჩიდან 12 მოიგეს და უახლოეს კონკურენტს –
იტალიური "უმანა რეიერ ვენეციას" 2 გამარჯვებით გაუსწრეს.

მაკფადენის გუნდის მერვედფინალური მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. მერვედფინალში გუნდები თითო-თითო მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავენ და გამარჯვებულიც 2 შეხვედრის ჯამში გამოვლინდება.

altტედ მაკფადენის "იბეროსტარმა" "ბარსელონა" დაამარცხა


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული