ბეჟანიშვილის ამერიკული კარიერის პირველი ორმაგი და მამუკელაშვილის რვიანები

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩები გამართეს, თუმცა მათმა გუნდებმა მარცხი განიცადეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ბეჟანიშვილის შედეგი, რომელმაც NCAA-ში კარიერის პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა.

ბეჟანიშვილის “ილინოისმა” “პენ სთეითთან” 76:83 წააგო, გიორგიმ კი მოედანზე 30 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი მონაგარი 16 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 14-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ილინოისელები 6 მოგებითა და 10
მარცხით ბიგ თენის კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, 28 თებერვალს კი, ერთ-ერთ ლიდერ “პერდიუსთან” შერკინება ელით.

მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლი” “სენტ ჯონსთან” 70:78 დამარცხდა, ჩვენებურმა კი 30 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.

სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლი” 7 მოგებითა და 8 მარცხით ბიგ ისთის კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 3 მარტს “ჯორჯთაუნთან” ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული