
1 მარტს, ევროლიგის 25-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე "ბაიერნთან" 79:85 დამარცხდა.
ბითაძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშა და 21:55 წუთში 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 5 მოხსნა 1 დაფარება და 2 გადაცემა მიითვალა.
გოგამ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 4 იყო.
mozzartsport.com-ის ინფორმაციით, პოდგორიცაში ამ მატჩს NBA-ს უამრავი სკაუტი დაესწრო.
19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგას თანაგუნდელი ედვინ ჯექსონი გახდა.
"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ისევ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.