ტრავმის მორჩენის შემდეგ გოგა ბითაძემ პირველად ითამაშა და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
1 მარტს, ევროლიგის 25-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე "ბაიერნთან" 79:85 დამარცხდა.

ბითაძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშა და 21:55 წუთში 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 5 მოხსნა 1 დაფარება და 2 გადაცემა მიითვალა.

გოგამ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 4 იყო.

mozzartsport.com-ის ინფორმაციით, პოდგორიცაში ამ მატჩს NBA-ს უამრავი სკაუტი დაესწრო.

19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგას თანაგუნდელი ედვინ ჯექსონი გახდა.

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ისევ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰიუსტონს ქონია თვალი დადგმული ჰარდენის შემცვლელად მაგრამ გოლდენი დაასწრებსო რადგან დურანტს ვერ ინარჩუნებს და კერის უთქვამს ამაზე სრულფასოვნად კევინს ვერავინ ჩაანაცვლებსო.კარგით რა ჭაკვეტაძე იყო და ევროპის ბობოლა გუნდები სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს გიორგის გულისთვისო და ბიჭი გენტის სასტავშიც ვეღარ ხვდება ხან ტრავმას იმიზეზებთ და ხან სურდოს მერე მთელ ყაზანს ჩააცვით შავები დავითაშვილი გაუშვეს ხელიდანო ახლა კიდევ ნბას მთელი სკაუტები სხედან თურმე პოდგორიცაში და ხოცავენ ერთმანეთს ამ მართლა ნიჭიერი ბიჭისთვის არ შეიძლება ასე არ აბუქოთ ყველაფერი? ხომ ხედავთ რასაც მეტს ჭორაობთ ეს მართლა იმედისმომცემი სპორტსმენები უკან უკან მიდიან ხომ შეიძლება გაეშვათ და თუ მართლა ხმაურიანი ტრანსფერი შედგა მერე დაწეროთ დაწვრილებით მართლა და მართლა სპორტალ საიტი ხართ თუ ჭორბიურო
lado
01:49 02-03-2019
0
მართალი დაწერა ლადომ....., ჟურნალისტები ზედმეტად აჭრაჭუნებთ....))))))) დააცადეთ ჩვენს შვილებს თამაში და მერე თქვენ იცით)))..... აბა ადმინ შენ იცი როგორ არ დაწერ ამ კომენტარს)))) ..... იმედია დაწერ)))
სოსო
02:55 02-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული