ცინცაძე და ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატის ფინალში არიან

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალი” ყატარის ჩემპიონატის ფინალშია. ქართველი ლეგიონერების გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო მეტოქე “ყატარს” და ფინალში გავიდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ალშამალელებმა 88:81 მოიგეს .ორივე ქართველი შედეგიანი იყო, თუმცა ორივეს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ცინცაძემ მოედანზე 39 წუთი გაატარა და 16 ქულა, 3 მოხსნა, 8 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ
დაჯარიმდნენ.

ბერიშვილმა 31 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი 19 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო. მიშამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“ალ შამალი” ფინალში “ალ სადსა” და “ალ არაბის” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული