8 მარტს, ევროლიგის 25-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსთან" 76:89 დამარცხდა.
ამ მატჩში ვერ ითამაშა ბითაძემ. როგორც პოდგორიცული კლუბის საიტი იუწყება, გოგამ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, გოგამ ტრავმა 11 თებერვალს "პარტიზანთან" მატჩში მიიღო, შემდეგ პარკეტს "ბაიერნთან" შეხვედრაში დაუბრუნდა, მხოლოდ 2 ქულით შეეწია თავის გუნდს, 5 მარტს კი "ზადარს" 15 ქულა ჩაუგდო.
რაც შეეხება "ბუდუჩნოსტის" დღევანდელ თამაშს, მხოლოდ პირველ მეოთხედში მოახერხა პირეოსელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მეორე პერიოდში საბოლოოდ გატყდა.
"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის
თეორიული შანსიც აღარ აქვს.