"ადრიატიკის ლიგაში მალე პლეი-ოფი დაიწყება, რაც ძალიან რთული იქნება, ვინაიდან თითოეულ მატჩში შანსები 50/50-ზე იქნება. გულშემატკივრებს საინტერესო სანახაობა ელით. ევროლიგის გამო ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს და ამ გამოწვევას შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ. ერთი ტურნირიდან მეორეზე გადართვა მოგვიწევს, ჩვენი მეტოქეები კი მხოლოდ პლეი-ოფზე ფოკუსირებას შეძლებენ.
რაც შეეხება ჩემს ფორმას, ჯერ არ ვარ 100%-ით მზად. მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ
კითხვაზე, როგორი იყო "ბაიერნთან" თამაში იმის გათვალისწინებით, რომ ტრიბუნებიდან მას NBA-ს სკაუტები აკვირდებოდნენ, ბითაძემ განაცხადა, რომ ის ასეთ ყურადღებას უკვე მიეჩვია.
"ბაიერნთან" მატჩში მოედანზე ტრავმის შემდეგ დავბრუნდი. ასე რომ, უფრო მეტად იმაზე ვფიქრობდი, რამდენად ვიყავი მზად ფიზიკური კუთხით. ჩემს თამაშს ყოველთვის ვიღაც აკვირდება, ხშირად ჩამოდიან ამერიკიდანაც. ეს "ბუდუჩნოსტში" გადმოსვლამდეც ხდებოდა. ასე რომ, მე არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო", - აღნიშნა ქართველმა კალათბურთელმა.
მომზადებულია cdm.me-ს მიხედვით