სანდრო მამუკელაშვილმა ჩემპიონთან მატჩში 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" NCAA-ს რეგულარული სეზონი შესანიშნავი გამარჯვებით დაასრულა.

"სეტონ ჰოლმა" ჩემპიონი "ვილანოვა" საკუთარ მოედანზე 79:75 დაამარცხა.

19 წლის მამუკელაშვილმა 38 წუთში 12 ქულა, 18 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ეს ლიგაში მისი საუკეთესო თამაში იყო.

სანდროს გუნდმა რეგულარული ჩემპიონატში 18-დან 9 მატჩი მოიგო და პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული