გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონები არიან. მათმა გუნდმა "ალ შამალმა" ფინალურ შეხვედრაში 80:77 დაამარცხა "ალ არაბი" და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალებისგან განსხვავებით, ფინალში სერია არ გამართულა. ჩემპიონი 1 მატჩის შედეგად გამოვლინდა და ის ქართველების გუნდი გახდა.

ორივე ქართველმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ცინცაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა და 7-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 12 ქულა, 8 პასი და 3 მოხსნა დაგროვდა. ცინცაძემ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

მიხეილ
ბერიშვილმაც 32 წუთი ითამაშა. მისი სტატისტიკა მოკრძალებული გახლდათ. ბერიშვილმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 3 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველმა ფორვარდმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

altგოგა ბითაძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა - "ბუდუჩნოსტი" "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა


მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია რომ სტატისტიკასაც წერთ ხოლმე. ჩვენ ბიჭებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჩანს, რომ გუნდს რამის წააგებინეს თავიანთი თამაშით და არა მოაგებინეს. ხარვეზების გამოსწორებას ვუსურვებ! გვჭირდებიან ნაკრებში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული