13 მარტს, ევროთასის 1/4 ფინალური სერიის გადამწყვეტ, მესამე მატჩში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ბერლინში "ალბასთან" 75:79 დამარცხდა.
სერიაში პირველი შეხვედრა "უნიკახამ" სტუმრად მოიგო, მეორე სახლში წააგო, მესამეშიც მარცხი განიცადა და ტურნირს გამოეთიშა.
შერმადინი სასტარტოში არ იყო, პირველ ტაიმში ქულა საერთოდ არ აუღია, მეორე ტაიმში კი რაც ისროლა, ყველა ჩააგდო.
გიორგიმ 15:12 წუთში 8 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 2 მოხსნა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო.
18 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და 29-იანი კოეფიციენტით MVP
შერმადინის თანაგუნდელი მატიას ლესო გახდა.